|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპენსიო სქემაში 1 292 246 ადამიანია ჩართული

საპენსიო სქემაში ჩართულ დასაქმებულთა რაოდენობა 1 292 246 ადამიანია, - ამის შესახებ სსიპ - საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ განაცხადა პარლამენტში.

მისი თქმით,  2022 წლის 30 ივნისის მონაცემებით, საინვესტიციო აქტივების წმინდა ღირებულება 2,436,907,086 ლარი იყო.

" 2022 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში 5,289 დამსაქმებელი და 56,357 დასაქმებული გაწევრიანდა. შედეგად, საპენსიო სქემაში ჩართულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 1,292,246 შეადგინა, ხოლო საინვესტიციო აქტივების წმინდა ღირებულება 2,436,907,086 ლარი იყო, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებულმა წმინდა ამონაგებმა, კი 335, 679,787 ლარი შეადგინა". - განაცხადა დანელიამ.

  

მისი თქმით,  სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლისთვის მიმდინარეობს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა „სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO 27001)“ პრინციპების შესაბამისად.

  

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სააგენტოს გამართულ საქმიანობაზეა დამოკიდებული საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების საპენსიო უზრუნველყოფა.

  

„განხორციელებული იდეა ამ სააგენტოს შექმნისა, რომელიც ცოტა გრძელვადიანად იძლევა შედეგებს და მისი საქმიანობა უნდა იყოს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, რომ სწორად გაიმართოს და გარკვეული წლების შემდეგ ამან ბიუჯეტსაც და უშუალოდ ბენეფიციარებსაც, უზარმაზარი სოციალური შეღავათი მისცეს. სააგენტო ერთმნიშვნელოვნად სწორად, გამართულად ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ წარმოუდგენლად რთული პერიოდი დაემთხვა მისი შექმნის პირველივე დღიდან. მიუხედავად ამისა, ეს ორგანიზაცია ახერხებს წარმატებით შეასრულოს ის ფუნქციები, რომელიც მასზეა დაკისრებული, ეს, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა