საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს 2018 წლის 28 ოქტომბერს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. ამიტომ, დღეს შესაბამისი დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს და შემდეგ წარიმართება შესაბამისი პროცედურები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დღეიდან პარტიებს კანონის თანახმად უფლება აქვთ, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყონ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა