|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპროტესტო აქცია "შინ ევროპისკენ" მთავრობის კანცელარიასთან გრძელდება

აქცია "შინ ევროპისკენ" მონაწილეებმა ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს. ადგილზე შეკრებილები მოქალაქეებს მოუწოდებენ შეურთდნენ აქციას და ერთად დახვდნენ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ახალი, ეროვნული თანხმობით არჩეული მთავრობის დამტკიცებაა, რომელიც  ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შეასრულებს და ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყუნის სტატუსს მოაპოვებინებს. 

აქციის მონაწილეები სკანდირებენ და თავიანთ პროტესტს გამოხატავენ, ადგილზე მობილიზებული აპიარნ სამართალდამცველები, აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიცია მათ  "ყველას დაკავებით" ემუქრება.  

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა