საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება
EURO 2024 ზე, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, მერვედფინალურ მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ეროვნული ნაკრების ქომაგებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ს პლატფორმაზე უკვე საათიდან შეუძლიათ. 1 გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევრო ღირს. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყო.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანები გენერალურის დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ფრენებს ქართული ავიაკომპანიები: ჯორჯიან ვინგსი და ჯორჯიან ეარვეისი შეასრულებენ.
,,პირველ რიგში ვულოცავ ჩვენს ნაკრებს EURO 2024-ზე ისტორიულ გამარჯვებას და მერვედფინალში გასვლას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისტორიის წერა ახლა უკვე ესპანეთის ნაკრებთან. ამისათვის კი საჭიროა კიოლნის სტადიონზე, რაც შეიძლება მეტი ქართველი ქომაგი იყოს მობილიზებული. საქართველოს მთავრობის დავალებით, აეროპორტების გაერთიანებამ დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა დამატებითი ჩარტერული დანიშვნაზე, როგორც კი ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ თამაშში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა ფლეი ოფის ისტორიული საგზური მოიპოვა. ავიაკომპანიებთან და პარტნიორ აეროპორტთან მოლაპარაკებების შედეგად, ჯამში კიოლნის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და პირიქით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში 4 სუბსიდირებული ჩარტერული ფრენა შესრულდება. გასამგზავრებელი ბილეთების შეძენა ქომაგებს tkt.ge-ზე 28 ივნისის 13:00 საათიდან შეეძლებათ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00
29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00
30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30
2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გამოფრენა 15:00
გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები. საქართველოს აერორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა.
ავტორი: