საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზეა
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ პრესის თავისუფლების 2022 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყანას შორის პრესის თავისუფლების ინდექსით 89-ე ადგილზეა.
ორგანიზაციის მიერ ქვეყანას 59,30 ქულა აქვს მინიჭებული. „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ მდგომარეობას 5 მაჩვენებლის მიხედვით აფასებს. საქართველოს შემთხვევაში ქულები შემდეგნაირად ნაწილდება:
პოლიტიკური ინდიკატორი - 52,42 ქულა, 102-ე ადგილი
ეკონომიკური ინდიკატორი -46,43 ქულა, 74-ე ადგილი
სამართლებრივი ინდიკატორი -80,79 ქულა, 32-ე ადგილი
სოციალური ინდიკატორი -75,50 ქულა, 67-ე ადგილი
უსაფრთხოების ინდიკატორი - 41,34 ქულა, 135-ე ადგილი
აღსანიშნავია, რომ პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა, რადგან გასულ წელს წარმოდგენილი ინდექსის მიხედვით, საქართველო მე-60 ადგილს იკავებდა და 71.36 ქულა ჰქონდა მინიჭებული.
ცნობისთვის, ქვეყნების თავისუფლების ინდექსი შემდეგნაირად განისაზღვრება:
85 - 100 ქულა- კარგი
70 - 85 ქულა - დამაკმაყოფილებელი
55 - 70 ქულა - პრობლემატური
40 - 55 ქულა - რთული
0 - 40 ქულა - ძალიან სერიოზულად რთული.
ავტორი: ნიუპრესი