თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველო თურქეთში ტექნიკას და მაშველებს აგზავნის
საქართველოს მთავრობა თურქეთს სამაშველო ღონისძიებებისთვის შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გაუგზავნის, - ამის შესახებ გადაწტყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაის ცნობით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.
დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას თურქეთში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია რამდენიმე ასეული ადამიანი. დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.
ავტორი: ნიუპრესი