|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოდან რქოსანი პირუტყვი ერაყსა და აზერბაიჯანში გადის, რუსეთიდან კი შემოდის

ადგილობრივად წარმოებული ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ადგილობრივად წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი მხოლოდ ერაყსა და აზერბაიჯანში განხორციელდა. აქედან, ექსპორტში უდიდესი წილი სწორედ ერაყზე მოდიოდა. კერძოდ:

  • ერაყი (წილი 68.2%) - 15.41 მლნ აშშ დოლარის 4 817 ტონა (1 კგ. საშუალოდ 3.2 დოლარი);
  • აზერბაიჯანი (31.8) - 7.63 მლნ აშშ დოლარის 2 241 ტონა (1 კგ. საშუალოდ 3.4 დოლარი). თუმცა ზრდა აზერბაიჯანში განხორციელებულმა ექსპორტმა გამოიწვია. 

ჯამში, იანვარ-ივნისში საქართველომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტით 23 მილიონი 049 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და ქვეყნის ფარგლებს გარეთ 7 058 ტონა ცოცხალი საქონელი გავიდა.

გასულ წელს 1 კგ-ის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე საშუალოდ 2.8 დოლარი იყო, წელს კი 3.2 დოლარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საექსპორტო ფასი საშუალოდ 14%-ით გაძვირდა.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი რუსეთიდან შემოდის, - იმპორტიორი ქვეყნებია ასევე ესტონეთი, ლატვია და რუმინეთი. 

 

ავტორი: