|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალიდან 3 მძევალია გათავისუფლებული

საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალიდან 3 მძევალია გათავისუფლებული, ამ დროისათვის ისინი გამოკითხვაზე არიან.  

ბანკში ამ დრომდე რჩება თავდამსხმელი, რომელსაც მძევლები ყავს. 

შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით  დილის 12-ის ნახევარზე  შეიჭრა. 

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობით არის შეიარაღებული და იმუქრება, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, სახიფათო იქნება.

ბანკთან მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

 ქუთაისში ჩამოვიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. არსებული ინფორმაციით,  პოლიციისათვის ცნობილია თავმდამსხმელის ვინაობა. სავარაუდოდ, თავდამსხმელს დავითი ქვია. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა