|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საქართველოს ფოსტის განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნება

საქართველოს ფოსტამ ქუთაისში, თამარ მეფის ქ. №56-ში განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნება, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს სწრაფი, სანდო და მოქნილი საფოსტო სერვისებით. 

ღონისძიებას  საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ქ. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, ქ. ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარე - ნიკოლოზ ლატარია და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

სერვის ცენტრის განახლებაში, სადაც 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული, კომპანიამ 100 000-მდე ლარის ინვესტიცია განახორციელა. ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და განახლდა ტექნიკური აღჭურვილობა.

 

ავტორი: ნიუპრესი