საქართველოს "მაიმუნის ყვავილის" დაავადებაზე კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული - სილვიო დომენტე
საქართველოს "მაიმუნის ყვავილის" დაავადებაზე კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ "მაიმუნის ყვავილი" ვრცელდება ისეთ რეგიონებში, სადაც აქამდე დაფიქსირებული არ იყო, ასევე დაავადება გადადის ისეთი გზებით, რაც აქამდე მას არ ახასიათებდა.
"მაიმუნის ყვავილთან" გამკლავება ითხოვს ჰარმონიზებულ ძალისხმევას სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ჯერჯერობით. საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება ამ დაავადების გავრცელებაზე. გაცემულია რეკომენდაციები სახელმწიფო აქტორებზე, როგორ უნდა ჩატარდეს ზედამხედველობა, როგორ უნდა მოხდეს დაავადების გამოვლენა და აღმოჩენა, შემდეგ კი, როგორ უნდა ირეაგირონ სამედიცინო მუშაკებმა იმისთვის, რომ მოხდეს დაავადების კონტროლის ქვეშ მოქცევა და მისი პროფილაქტიკა გატარდეს. აქ აუცილებელია თანასწორობა ამ ზომების გატარებაში და შემდეგ უკვე მკურნალობისა და პრევენციის საკითხებში. ჩვენ მზად ვართ, გავუწიოთ შემდგომი ინსტრუქციები, ჩავატაროთ სწავლებები იმისთვის, რომ ეს დაავადება კონტროლის ქვეშ მოექცეს",- განაცხადა სილვიო დომენტემ.
ავტორი: ნიუპრესი