|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოფენა ქუთაისში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

16 მაისს 14:00 საათზე ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები და სხვა ექსპონატებს შორის არის ისეთი ნივთები, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ უნახავს.

გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ არის ორგანიზებული და მისი მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
26 მაისს ქუთაისში გამოიფინება სამხედრო ტექნიკა, მოხდება წვევამდელთა ფიცის დადება. ასევე  გაიმართება სადღესასწაულო ღონისძიებები.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი