|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რეგიონებში ყოველი მეოთხე ბავშვი დაქორწინებულია

ყოველი მეოთხე ბავშვი საქართველოს რეგიონებში დაქორწინებულია -  სტატისტიკა ,,გაეროს მოსახლეობის ფონდმა" გაასაჯაროვა. 

,,გაეროს ფონდის" ფონდის კვლევის თანახმად, სოფლად ყოველი მეოთხე გოგონა 18 წლამდე ასაკში დაქორწინებულია. 

"20-დან 24 წლის ახალგაზრდებს შორის 14%-ია დაქორწინებული 18 წლამდე ასაკში, ეს მაჩვენებელი ძალიან განსხვავებულია სოფლებსა და ქალაქებში. სოფელში 25%, ანუ ყოველი მეოთხე გოგონა დაქორწინებულია. 

ერთია დამოკიდებულების შეცვლა და ეს პრაქტიკა იყოს მიუღებელი. მეორეა, როგორ რეაგირებს სახელმწიფო ამ ყველაფერზე, როცა მისი პრევენცია ვერ ხერხდება. სწორედ ამ მეორე ნაწილს ეხება ეს კვლევა - განაცხადა  ,,გაეროს ფონდის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლეილა ბაქრაძემ.

 კვლევაში აღნიშნული, რომ,  არასრუწლოვანთან შესაძლო ნიშნობის შემთხვევაში სამთავრობო უწყებების მხრიდან უმეტესად სწორი რეაგირება არ ხდება. ასეთ საქმეებზე ხშირად საპროცესო გარიგებები ფორმდება. კვლევის მიხედვით ასეთი 39 ქეისიდან საპროცესო შეთანხმება 20 პირს გაუფორმდა, მხოლოდ 11 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

,გაეროს ფონდი" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს ადეკვატური რეაქცია არასრულწლოვნების ნაადრევი ქორწინების ფაქტებზე.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა