„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ ლაშა ზარგინავას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ღია წერილით მიმართავს.
„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ ყურადღებით აკვირდება ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის ასარჩევად ემზადება.
მეხუთე წევრის არჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც დირექტორის არჩევას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე თავად ჟურნალისტების მხრიდან.
გამოცხადებულ კონკურსში ბევრი ღირსეული კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლაშა ზარგინავას კანდიდატურა განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს. იგი ერთადერთი ჟურნალისტია იმ 9 კანდიდატს შორის, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს. შესაბამისად, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს კარგად იცნობს.
ლაშა ზარგინავა არის პროფესიონალი, წარმატებული და პრინციპული ჟურნალისტი, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით. დარწმუნებული ვართ, ის აუცილებლად იქნება საბჭოში ჟურნალისტების ინტერესების დამცველი და ობიექტური წევრი. ამდენად, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტს და “მთავარი აჭარაში“ წამყვანს ლაშა ზარგინავას აღნიშნულ კონკურსში", - ნათქვამია საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი