საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს
საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს
ცვლილება უკავშირდება გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილებას.
"როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს.
9 ნოემბრიდან, მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
მათ კი ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა, თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს,"- ნატქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი