|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბათუმში შტადლერის ორსართულიანი მატარებელი დააზიანეს

საქართველოს რკინიგზა ბათუმში მატარებლის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ვანდალური ფაქტი მოხდა რკინიგზის სადგურში. გვიან ღამით, პირველ ლიანდაგში მდგომი შტადლერის ორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს, კერძოდ, მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს. განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათი დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა აღნიშნული დანაშაული. საქართველოს რკინიგზამ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. შტადლერის ორსართულიანი მატარებელი 6 წუთის დაგვიანებით, თბილისის მიმართულებით 7:30-ზე გამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ დროულად გამოვლინდებიან სამართალდამრღვევი პირები და მიეცემიან პასუხისგებაში, აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო"-ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი