|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი კვარტალიც მოგებით დაასრულა

საქართველოს რკინიგზა  2022 წელსაც აგრძელებს მზარდი ტრენდის შენარჩუნებას. 2022 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლებიც რეკორდულად მზარდია. 

კომპანიამ კვარტალი 23.5 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, ხოლო ამავე პერიოდის საოპერაციო შემოსავალმა 141 მილიონი ლარი შეადგინა. 

 2022 წლის პირველ კვარტალში გადაზიდული ტვირთების მოცულობა 3 მილიონი ტონაა და მომატებულია სამგზავრო გადაყვანების შემოსავლებიც.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამგზავრო გადაყვანების შემოსავალი დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა.

ავტორი: ნიუპრესი