|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი ინიშნება. ამის შესახებ ა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

დარჩიაშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

პრემიერის თქმით,  ილია დარჩიაშვილს მრავალმხრივი გამოცდილება აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის. 

ის წლების წინ მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში მუშაობდა, მანამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო, მანამდე პოლონეთის საელჩოში მუშაობდა და ბოლო წლებში, 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში.

 

რაც შეეხება დავით ზალკალიანს, რომელსაც ამ დრომდე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, ის აშშ-ში საქართველოს ელჩი იქნება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა