|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს უნივერსიტეტმა 100 000 ლარიანი ფონდის გამარჯვებული პირველკურსელები გამოავლინა

ზუსტად სამი წლის წინ, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, განსხვავებული და საინტერესო ინიციატივით გამოჩნდა საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც 2021 წლიდან, მასთან ჩარიცხულ მაღალქულიან პირველკურსელებს სოლიდური თანხით აჯილდოებს.

აღსანიშნავია, რომ პირველ წელს, საპრიზო თანხა 50 000 ლარს შეადგენდა, ხოლო ახლა 100 000 ლარია. 

ელიკაშვილი ნინო, ცინაძე ანა, მჭედლიძე თინათინ, ურუშაძე ნია, ცოცხალაშვილი ანა, წიქარიშვილი დიმიტრი, ჭიალაშვილი თამარი, ორაგველიძე ელენე, ტყემალაძე თამთა - სწორედ ეს სტუდენტები დაჯილდოვდნენ 2023 წელს ჩარიცხული პირველკურსელების საერთო სიიდან. 

31 იანვარს, უნივეერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, პირველკურსელებს კონკურსში გამარჯვება პირადად რექტორმა - კონსტანტინე თოფურიამ მიულოცა. 

ბატონ კონსტანტინეს ვთხოვეთ, კიდევ ერთხელ გაეზიარებინა საგრანტო ფონდის შესახებ დეტალური ინფორმაცია და აგრძელებს თუ არა ამ პროექტს უნივერსიტეტი? 

 

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ დიახ, 2024 წელს ჩვენ კვლავ გვეყოლება გამარჯვებული პირველკურსელები. პროექტი არ სრულდება და განვაგრძობთ, მაღალი ქულებით ჩარიცხული სტუდენტების წახალისებას. 

ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი კერძო უნვერსიტეტი, რომელიც გრანტით ჩარიცხულ სტუდენტებს ზუსტად იგივე პირობებს სთავაზობს, რასაც სახელმწიდო უნივერსიტეტი, კერძოდ ჩვენთან 100%-იანი გრანტით ჩარიცხული სტუდენტები სრულიად თავისუფლდებიან გადასახადისგან, იმის მიუხედავად თუ რამდენია გადასახადი მის შერჩეულ მიმართულებაზე.  

100 000 ლარიან საგრანტო ფონდიდან სწორედ 100% -იანი გრანტის მფლობელებს შორის ხდება კონკურსი და უკვე მესამე წელია თანხები შესაბამისი რეიტინგის მიხედვით გაიცემა გამარჯვებულ პირველკურსელებზე, რა თქმა უნდა თავისუფალი მოხმარებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ  სურვილისამებრ შეუძლიათ გამოიყენონ“ - კონსტანტინე თოფურია 

 

ანა, თქვენ ერთ - ერთი გამარჯვებული ხართ, საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღეთ საჩუქრად, გაგვიზიარეთ ემოციები, აბიტურიენტობის პერიოდშივე გქონდათ ამ ფონდის შესახებ ინფორმაცია?

 

„ საგრანტო ფონდის შესახებ ინფორმაციას სკოლის პერიოდშივე გავიგე უნივერსიტეტის სოციალური ქსელებიდან.  შემდეგ მახსოვს, უნივერსიტეტის ღია კარის დღეს დავესწარი, სადაც ამ გრანტის შესახებ დეტალურად ვთხოვე მოეყოლათ თუ რას გულისხმობდა და რა შემთხვევაში გადაეცემოდა შანსი  პირველკურსელს მიეღო ეს შესანიშნავი და უნიკალური შესაძლებლობა. 

როცა მიხსნიდნენ, რომ საჭირო იყო მქონოდა მაღალი ქულები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ამ კუთხით შეირჩეოდნენ პირველკურსელები, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე გავხდებოდი ერთ - ერთი გამარჯვებული და ჩემი შრომის საფასურად უნივერსიტეტისგან  ფონდიდან თანხას, განსაკუთრებით კი 10 000 ლარს დავიმსახურებდი. 

მაგრამ ახლა აქ ვარ ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე.  მე და ჩემ მეგობარს, ცოცხალაშვილ ანას როდესაც დაგვირეკეს, რომ გამარჯვებულთა სიაში მოვხვდით, ერთმანეთს სწორედ ის ამბავი გავუზიარეთ, თუ როგორ გავიგეთ ამ საგრანტო ფონდის შესახებ და როგორი წარმოუდგენელი გვეგონა გამარჯვება. მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს, ჩემი შრომის დაფასებისთვის“  ცინაძე ანა

 





ავტორი: ნიუპრესი