|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს ხუთ რეგიონში 200-მდე IT სპეციალისტი გადამზადდება

 IT HUB -ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ხუთ რეგიონში IT ტრენინგების პროექტი იგეგმება, - ინფორმაციას  
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ორგანიზაცია StrategEast - ის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები.

„ტრენინგებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, StrategEast - ი ჩაატარებს. აღინიშნა, რომ პროგრამა ამ ეტაპზე საქართველოს 5 რეგიონში განხორციელდება და საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდა გადამზადდება, რომლებიც მიიღებენ განათლებას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს IT მიმართულებით, შემდგომ კი დასაქმდებიან სხვადასხვა კომპანიაში. პროგრამა ჩატარდება საქართველოსა და აზერბაიჯანში.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და StrategEast - ს შორის მემორანდუმი გაფორმდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა