|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში 15 დასვენების დღეა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკას თითოეული უქმე დღე დაახლოებით 80 მილიონი ლარი უჯდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, საქართველოში სულ 15 უქმე დღეა, რაც  ევროპის ისეთი ქვეყნების მაქსიმალურ მაჩვენებლებს უტოლდება, როგორებიცაა ლიტვა და შვედეთი. 

როგორც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი წერს,  უქმე დღეების საშუალო ევროპული მაჩვენებელი  წელიწადში 12 დღეა, აქედან ყველაზე ცოტა დასვენება ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთშია - წელიწადში 8 დღე. 

„კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენი დასვენების დღეა არამარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყანაშიც. ინტერნეტში ამ საკითხზე თითოეულ ქვეყანაზე სხვადასხვა მონაცემები არსებობს. 

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად 11 დასვენების დღეა, ჩინეთში 25, ბელგიაში -11, პოლონეთში -13, ბრაზილიაში -16 და ა.შ.

  

ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში

  • 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
  • 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
  • 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
  • 3 მარტი – დედის დღე;
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
  • სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
  • 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
  • 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
  • 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.

 

ავტორი: ნიუპრესი