|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველოში აგებულ შენობათა უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია"

არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა" თანათავმჯდომარის რუსუდან სიმონიძის განცხადებით, საქართველოში შენობათა უმეტესობა საცხოვრებლად არ გამოდგება, რადგან ისინი არაენერგოეფექტურია.

"საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ბოლო პერიოდამდე საქართველოში აშენებული შენობები საცხოვრებლად არ ვარგა. შენობების 20 სმ–იანი კედლები ენერგიის დაკავებას ვერ ახდენს, რადგან არ ხდება მათი დათბუნვა. ახლა შეიმჩნევა ტენდენცია, აცხადებენ, რომ კორპუსები შესაბამისი სტანდარტებით შენდება, თუმცა მათ ხარისხზე საუბარი ძნელია. საქართველოში  მოსახლეობის შემოსავლების დიდი ნაწილი კომუნალურ გადასახადებზე მოდის, რისი მიზეზიც არაენერგოეფექტური ტექნიკის გამოყენებაა. გამოანგარიშებულია, რომ ცენტრალური გათბობა 20%–ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ინდივიდუალური. საქართველოში კი სწორედ ინდივიდუალური გათბობას იყენებს მოსახელობა", –განაცხადა ორგანიზაციის თანათავმჯდომარემ რუსუდან სიმონიძემ.

 მისივე განმარტებით, ქუთაისში არის წლების წინ გერმანელების მიერ აშენებული სახლები, რომლებიც   სქელი კედლების გამო კარგი ენერგოეფექტური შენობებია. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი