დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს - ტიკარაძე
საქართველოში დღეიდან დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ დაკვირვების რეჟიმიდან გამომდინარე მიიღო.
„ჩვენ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს და ვთვლით, რომ დღეს დაწყებული შეზღუდვები 80%-მდე გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს. თუმცა, იმისთვის, რომ ჩვენ ეს ფაქტობრივად დავინახოთ, საჭიროებს გარკვეულ პერიოდს. ეს პერიოდი როგორც უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, 2 კვირის ვადაში განიხილება ხოლმე. აქედან გამომდინარე იქნა საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული სამკვირიან შეზღუდვაზე, რათა ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შევძლოთ და დავაკვირდეთ იმ დადებით პროგრესს, რომელიც ეპიდემიის გაუმჯობესების კუთხით არის მოსალოდნელი ამ შეზღუდვებით",- განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, დღეიდან, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში ახალი შეხღუდველი ამოქმედდა.
ავტორი: ნიუპრესი