|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში დღეს ბედობა აღინიშნება

საქართველოში დღეს ბედობას აღნიშნავენ. ეს დღე რელიგიური დღესასწაული არ არის, თუმცა ბედობის აღნიშნვა საუკუნოვან ტრადიციას ემყარება.   

ამ დღეს ოჯახში მეკვლედ იწვევდნენ სასურველ ადამიანს, "მეფეხური" მასპინძელს კოხტად გამოწყობილი უნდა სწვეოდა, ტკბილეული მოერთმია, ღვინო დაელია, ოჯახი დაელოცა,  მხიარული განწყობა შემოეტანა - შემოვიდოდა და იტყოდა: ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო და დაილოცებოდა. მას დაუდგამდნენ სუფრას და უმასპინძლებდნენ. შემდეგ გაატანდნენ ტკბილეულს.

ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც  გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული. 

მიიჩნევა, ამ დღეს როგორც გაატარებ, ისეთი წელი გექნება. 

საქართველოში ბედობას აღნიშნავენ ასევე ბარბარობის დღესასწაულზე. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა