|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოწამეთა" ფრინველის სიმაღლიდან [VIDEO]

ორწიფობა, იგივე მოწამეთობა  სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად მოწამეთის მონასტერში იმართება. 15 ოქტომბერი  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის  მიერ წმინდანებად შერაცხილი არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეა.  

გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე  მურვან ყრუს  შემოსევის დროს აწამეს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

მოწამეთობასთან დაკავშირებით ყოველი წლის 15ოქტომბერს ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობას სამარშუტო ტაქსები უფასოდ ემსახურება.

ორწიფობის ტრადიცია სათავეს  XVIII საუკუნიდან იღებს.

 

მოწამეთობას ქუთაისელმა ოპერატორებმა დათო მირზაშვილმა და გია დვალიშვილმა სპეციალური ვიდეო მიუძღვნეს: "მოწამეთა ფრინველის სიმაღლიდან."

 

ავტორი: ნიუპრესი