სიცხე და ქარი - მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
19 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს,
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 34-39 გრადუსი იქნება.
მაღალ ტემპერატურასთან ერთად ქარიცაა მოსალოდნელი.
„15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის”,- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა




13:08
11:18
11:17
11:11
















