საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს
1-4 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანად მოიმატებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული საგენტო იუწყება.
დაბლობსა და ბარში 33, 38 გრადუსი, მთაში - 31, 36, სანაპირო რაიონებში - 30, 35 გრადუსამდე. 1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს“, - ნაათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა