საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10225 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5553-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1338-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 66 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















