საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისა კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46 817-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2537 პირი. ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170 -მდე გაიზარდა.
24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4355 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ავტორი: ნიუპრესი