|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა, 7 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით,  გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის საკმაოდ სოლიდური სხვაობაა. 187-ით სჭარბობს უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს , მისი თქმით, 6 ახალი შემთხვევიდან 3  ცნობილი ბოლნისის წყაროა. დანარჩენი სამი კი ზუგდიდში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია.

 კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 357. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა