ინფიცირების 553 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 84 გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 553 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 233 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 40, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი -14, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 7 578 საიდანაც, 555 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 310, აჭარაში - 42, იმერეთში - 98. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 140 პირი, მათ შორის, თბილისში - 81, აჭარაში - 20, იმერეთში - 20. 7 023 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 739 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი