|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სად და ვინ წარმოადგენს საქართველოში რუსულ კომპანიებს? - IDFI-ის კვლევა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) საქართველოში რუსული კაპიტალის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა.

ორგანიზაციის  განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოში რუსული კაპიტალის შესწავლა და მის უკან მდგარი პირების იდენტიფიცირება. კვლევა საშუალებას იძლევა იმ მავნე პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო აქტორების დაფინანსების წყაროების გამოაშკარავებისა, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას ქვეყანაში.

"კრემლი დიდი ხანია იარაღად იყენებს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია კორუფციასთან და ფულის ბრუნვასთან როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, რომ კორუფციული პრაქტიკის ექსპორტი მიზანმიმართულად გამოიყენება დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებისა და დესტაბილიზაციისთვის, განსაკუთრებით – გარდამავალი ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყნებში. კონტრდეზინფორმაციული აქტივობები გასცდა მხოლოდ მედიის ჩარჩოებს და აღიარებს ფულსა და ბიზნესს, როგორც მავნე გავლენისა და საშუალებების ძირითად ვექტორებს არაწრფივი/არასწორხაზოვანი ომის ინსტრუმენტებში"- აცხადებენ ორგანიზაციაში.  

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ საქართველოში რუსული მსხვილი კომპანიები წარმოდგენილი არიან კავშირგაბმულობის, ბუნებრივი რესურსების, საბანკო სექტორსა და მობილური ოპერატორების სფეროებში.

მათივე განმარტებით, კვლევის შედეგად ასევე გამოიკვეთა კავშირები მსხვილ რუსულ კომპანიებთან და ინდივიდებთან, მაგალითად, "როსტელეკომი", "გაზპრომი" და მიხაილ ფრიდმანი. ორგანიზაციაში აღნიშნავენ იმასაც, რომ რუსულ ბიზნესებში მყოფი პირები არიან „ქართული ოცნების" შემომწირველთა სიებში და გამარტივებული წესით იგებენ სახელმწიფო ტენდერებს.

„ფიქსირებული ტელეფონისა და ინტერნეტის სფეროში განსაკუთრებით საყურადღებოა "პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრის, ფრიდონ ინჯიას მფლობელობაში არსებული კავშირგაბმულობის კომპანიები: "ახალი ქსელები", "სისტემ ნეტი", "ფოპნეტი" და CGC". ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19%-ს. ინჯიას კომპანიები ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის 6.2%-ს იკავებს. ინჯია და მისი ოჯახის წევრები რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათი ინფორმაციით, საბანკო სექტორში ასევე წარმოდგენილია რუსული ბანკი VTB. ორგანიზაციის ცნობით, კიდევ ერთი კომპანია შპს "კაპიტალ ჯგუფის" 50% საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქე, ფრიდონ ქათამაძეს ეკუთვნის.

მათივე განმარტებით, ქათამაძე მჭიდროდ იყო დაკავშირებული პროექტთან, რომელიც ბათუმის ცენტრში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას ითვალისწინებდა და საქართველოს მთავრობამ მას 90 ჰექტარი, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსეთზე დამოკიდებულება გაზრდილია მინერალურ წყლებზეც. "ბორჯომის გარდა, რომელიც მიხეილ ფრიდმანის საკუთრებაშია, რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს იაკობ გვიჩიას ეკუთვნის შპს "მინერალური წყალი საირმე". შპს "მიქსორი" კიდევ ერთი კომპანიაა, რომელიც მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიას ფლობს",-აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა