საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა
2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 0.9 ლარით შემცირდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187.2 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ივნისში ეს მაჩვენებელი 188.1 ლარი იყო.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 15.7 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის ივლისში ეს მონაცემი 171.5 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, ივნისთან შედარებით, ივლისში 0.8 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 165.8 ლარი შეადგინა, 1.6 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 313.9 ლარი გახდა.
bpn.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა