|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში გრიპის ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება

საქართველოში შემოტანილია 200 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ,  ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ სეზონზე ქვეყანაში ჯერ გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა, ახლა ტრიალებს რონოვირუსი, რაც შეეხება კორონავირუსს, შემთხვევევი 70-დან 20 პროცენტამდე შემცირდა.

„თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა. გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: ეს არის დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე“,- განაცხადა ჩხაიძემ

მისივე თქმით,  მალე დაიწტება გრიპის ვაქცინა ცია, მისივე განმარტებით, ვაქცინა მოქმედებას აცრიდან 2 კვირის შემდეგ იწყებს.

„საქართველოში შემოტანილია 200 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც უფასო იქნება უპირველესად, რისკ ჯგუფების წარმომადგენლებისთვის და შემდეგ უკვე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, თავი დაიცვან გრიპის ვირუსისგან. ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევარია“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

 

 

 

 

ავტორი: