|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში თოვა და ტემპერატურის მნიშვნელოვანი ვარდნაა მოსალოდნელი

სინიპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში  მნიშვნელოვნად აცივდება. 7-8 მარტს  საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით.

 დასავლეთ საქართველოში სითბო +12; +14 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 8 მარტს +10; +12 გრადუსამდე იქნება.

რაც შეეხება ღამის ტემპერატურას, 7-8 მარტს ცალკეულ რაიონებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 0; -1 გრადუსამდე ყინვა. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქშიც ღამის საათებში შესაძლებელია იყოს 0 გრადუსი, შიდა ქართლში კი -2; -4 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი.

ცივი ამინდები  9 მარტიდან 13 მარტის ჩათვლითაა მოსალოდნელი.  დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, მთაგორიან რაიონებსა და დაბლობებში წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ყინვის მომატებაა მოსალოდნელი. 12-13 მარტის ღამის საათებში შიდა ქართლში, შესაძლოა დაფიქსირდეს -3; -5 გრადუსამდე ყინვა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა