|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში უფრო ცოტა ადამიანი იბადება, ვიდრე კვდება -IDFI

2020 წლის შემდეგ საქართველოში შობადობის მაჩვენებელს ყოველწლიურად აჭარბებს გარდაცვალების მაჩვენებელი, - ამის შესახებ კვლევას არასამთავრობო ორგანოიზაცია IDFI აქვეყნებს.
ორგანიზაციის კვლევით, 2020-2023 წლებში საქართველოში 175 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო 202.3 ათასი პირი გარდაიცვალა. ამის მიზეზი სიღარიბეა. 
 
 როგორც კვლევაშია აღნიშნული,2024 წლის ივლისის მდგომარეობით,  საქართველოში ყოველი მესამე არასრულწლოვანი (264,705) საარსებო შემწეობას იღებს.
„2014 წლიდან საქართველოში მოქმედებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ყოველ მე-3 და შემდეგ ახალშობილზე 2 წელი გათვალისწინებულია 150-200 ლარის დახმარება.
 ევროკავშირის ქვეყნებში გათვალისწინებულია ბავშვის/ოჯახის ერთჯერადი და გრძელვადიანი სოლიდური ფინანსური დახმარებები. მაგალითად, გერმანიაში თითოეული ბავშვი 18 წლამდე დახმარების სახით ყოველთვიურად იღებს 250 ევროს“, -ნათქვამია კვლევაში..

ავტორი: ნიუპრესი