|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში წელს 17 719 ბავშვი დაიბადა

საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 719 ბავშვი შეადგინა, - ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აცრცელებს.  

მათივე ცნობით,  ამავე პერიოდში ქვეყანაში გაცილებით მეტი, 22 718 ადამიანი გარდაიცვალა.

„2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296). 2025 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 925 და განქორწინების 6 456 შემთხვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა