საქართველოში ყოველ ორ ადამიანზე ერთი ავტომობილი მოდის
2024 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 701 776 მანქანაა რეგისტრირებული, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, წელს მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-ს შეადგენს, გამოდის, რომ
რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს ავტომობილი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ავტონობილების რაოდენობა ყოველწლირად იზრდება. თუ 2017 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 1 228 123 ერთეული ავტომობილი, წელს ამ მაჩვენებელმა 1 701 776 შეადგინა. 2017 წელს მოსახლეობის რაოდენობა 3 726 400-ს შეადგენდა, შესაბამისად, გამოდის, რომ იმ წელს ყოველ სამ ადამიანზე ერთი მანქანა მოდიოდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 72.73%
არა - 27.27%
არ ვიცი - 0%
სულ - 11 ხმა