|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქმეებს ვიგებთ, მაგრამ ამ ადამიანების სამსახურში აღდგენა აღარ ხდება - თეო ზაქარაშვილი

საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების საქმეებს ვიგებთ, მაგრამ ამ ადამიანების სამსახურში აღდგენა აღარ ხდება, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტმა თეონა ზაქარაშვილმა "ტვ. პირველს" განუცხადა.
მისი თქმით, ასეთი საქმეები წლობით გრძელდება.
„ჩვენ შემთხვევაში,  ვიგებთ მსგავსი კატეგორიის დავებს, თუმცა ეს დავები წლობით გრძელდება. მაგალითად, ჩვეულებრივი რეორგანიზაციის საქმე, განსაკუთრებული სირთულის თუ არ არის, 3 წელი, 3 წელიწად ნახევარი გრძელდება, რომ თითოეულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებების შემდეგ, პრაქტიკულად სამსახურში აღდგენა აღარ ხდება. მაქსიმუმ რაც შეიძლება ამ ადამიანებმა მიიღონ, ეს არის განაცდურის ანაზღაურება და იმის მტკიცება, რომ მათი გათავისუფლება უკანონო იყო“, - განაცხადა ზაქარაშვილმა.

ტვ. პირველის ინფორმაციით, 2019 წელს ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გამართულ „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრაზე დაიგეგმა 1600 საჯარო მოხელის სამსახურიდან გაშვება, 11 000 საჯარო მოხელის კი მათ პროპაგანდაში ჩართვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა