ოპერის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ: ბადრი ადამია (ტენორი), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), მარიამ როინიშვილი (სოპრანო), აკაკი იოსელიანი (ბას-ბარიტონი). კონცერზე დაუკრავს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი. საღამოს უდირიჟორებს რევაზ ჯავახიშვილი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ირინე ლომინაძე.
კონცერტი 23 ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება. შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადაერიცხება.
ღონისძიება ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ეწყობა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე