საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირზე ქუთაისის აეროპორტის გუნდმა მესამე ადგილი მოიპოვა
ქუთაისში ორგანიზაციებს შორის საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი დასრულდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ტურნირში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის საფეხბურთო გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. ინდივიდუალურ ნომინაციაში კი ტურნირის საუკეთესო მეკარე აეროპორტის ბაქანზე მომსახურების სამსახურის აგენტი შაქრო აფრიდონიძე გახდა.
მათივე ცნობით, ტურნირის დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც ქუთაისის აეროპორტის გუნდს ბრინჯაოს მედლები და დიპლომები გადაეცა.
„საქველმოქმედო ტურნირი ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა და მასში 14–მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საფეხბურთო ტურნირი ,,იმერის“ გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირზე შემოსული თანხა ქუთაისის ,,ტორპედოს" მცველის ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას, ნინა სანდოხაძის მკურნალობას მოხმარდება, რომელსაც საქართველოში იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს: იუვენილური ართრიტი სისტემური დასაწყისით. პატარას სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიის რევმატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა, ზუსტი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობა. გახსნილია ანგარიშის ნომრები საქართველოსა და „თიბისის ბანკებში“, რომელზეც ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„თიბისი ბანკი“, GE58TB7854045061100013 მიმღები: მარიამ კუტალაძე,
„საქართველოს ბანკი“ GE25BG0000000163049600 მიმღები: ნიკა სანდოხაძე.
ავტორი: ნიუპრესი