სასამართლო: ილონ მასკის დეპარტამენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როცა USAID-ის დახურვისკენ ნაბიჯები გადადგა
აშშ-ის ფედერალური სასამართლო გადაწყვეტილებით, ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა (DOGE) სავარაუდოდ, კონსტიტუცია დაარღვია, როცა USAID-ის დახურვისკენ ნაბიჯები გადადგა.
სასამართლოს გადაწყვეტილება DOGE-ს USAID-ის მიმართ სააგენტოს ნებართვის გარეშე ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას, მათ შორის კონტრაქტების გაუქმებას თუ სააგენტოს დახურვისთვის გადაწყვეტილებების მიღებას უკრძალავს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, DOGE-მა და მასკმა წაართვეს ხალხის მიერ არჩეულ კონგრესის წევრებს კონსტიტუციური უფლება გადაეწყვიტათ როდის და როგორ დახურულიყო კონგრესის მიერ შექმნილი სააგენტო.
10 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების 83%-ის დახურვის შესახებ განაცხადა. "იმ 5200 კონტრაქტის ფარგლებში, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა ისეთი გზებით, რომლებიც არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანს აყენებდა) აშშ-ის ძირითად ეროვნულ ინტერესებს“, - დაწერა რუბიომ X-ზე.
თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებული დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების სამი თვით შეჩერება აღმოჩნდა. აშშ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დონორია, მხოლოდ 2023 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვა და სხვა უწყებებმა ქვეყანაში ასობით პროექტზე 68 მილიარდ დოლარამდე დახარჯა. დახმარებას ბენეფიციარი ქვეყნები ძირითადად USAID-ის გავლით იღებდნენ.
ამ რეალობაში ტრამპის გადაწყვეტილებას გავლენა ბევრ ქვეყანაზე ექნება, რომელთა შორისაც არის საქართველოც.
წყარო: bm.ge
ავტორი: