|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით მედიას სასამართლო სხდომების გადაღება ეზღუდება

 დღეს ამოქმედდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ცვლილებებს, რომლებიც სასამართლო სხდომების გაშუქებას ზღუდავს. აქციებზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესზე არცერთი კამერა არ იღებდა. ჟურნალ;ისტებმა  ვერ შეძლეს ვერცერთი კადრტის გადაღება. 

კანონში  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ცვლილებებს, რომლებიც სასამართლო სხდომების გაშუქებას ზღუდავს.

ცვლილებებით, დაუშვებელი გახდა – სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. ხოლო გადაღებული მასალების გავრცელება სასამართლოს დისკრეციის ფარგლებში მოექცა — სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს ან არ გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე ტრანსლაცია, შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.

„კანონის ამ ნაწილის ამოქმედებიდან პირველივე დღეს გამოვლინდა მისი აღსრულების პრობლემა, რომელმაც მედია საშუალებების ფუნქციონირება შეუძლებელი გახადა. არაერთმა მედიასაშუალებამ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკრეტულ — თერთმეტპირიანი საქმის (აქციების კონტექსტში დაკავებული: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის) სასამართლო სხდომაზე ვიდეო და აუდიო ჩაწერის თაობაზე, თუმცა სხდომის დაწყებამდე მათ მიმართ უკუკავშირი საბჭოდან არ ყოფილა. სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა სხდომის განმხილველ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილსაც სთხოვეს, გამოეცხადებინა შესვენება და კომუნიკაცია დაემყარებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მედიების დაშვების საკითხის დაზუსტების მიზნით, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის თხოვნა არ გაითვალისწინა“, — ნათქვამია საიას განცხადებაში.

საიას შეფასებით, აღნიშნული ბიუროკრატიული მექანიზმი პრაქტიკულად სრულად უზღუდავს მედიას პროცესების გაშუქებას.

„საგულისხმოა, რომ ზოგიერთი სასამართლო ეტაპის სასამართლო სხდომები — ე.წ. პირველი წარდგენის სხდომები მცირე საპროცესო ვადების გამო, ხშირად მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე ინიშნება. ასეთ ვითარებაში, მედიებს პრაქტიკულად არც კი დარჩებათ დრო, რომ მიიღონ დროულად პასუხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. ნათელია, რომ აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ განზრახვით მიმართული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ. ყოველივე ზემოაღნიშნული, სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი სტრუქტურული პრინციპის, საჯაროობისა და გამჭირვალობის, საწინააღმდეგო გამოვლინებაა. დაუსაბუთებლად დახურულად წარმოებული სამართალწარმოება ტოვებს აღქმას საზოგადოებაში, რომ სასამართლოს ინტერესში არ შედის საზოგადოების ინფორმირება მართლმსაჯულების ხარისხის შესახებ, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზეც“, — ნათქვამია განცხადებაში.

 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა