|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასამართლომ ირაკლი მუკბანიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მუკბანიანის პროცესი გაიმართა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მას აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატებმა დაკავებულის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს.

29 წლის ირაკლი მუკბანიანი სოფელ საყულიაში გუშინ დააკავეს. მას პოლიციელზე ძალადობას ედავებიან. დაკავებას წინ სპეცოპერაცია უძღოდა, რა დროსაც ადგილობრივები და პოლიციელები დაშავდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი