|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წელი და 6 თვით პატიმრობა განუსაზღვრა

მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ  3 წელი და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრა.  

 მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია ცნობილი იქნა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

ნიკა გვარამია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდი, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით. სასჯელის მოხდის ვადა ნიკა გვარამიას დაეწყოს 2022 წლის 16 მაისის 10:20 საათიდან და ის დაუყონებლივ დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში“, - განაცხადა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ.

სასამართლომ ბრალდებული კახაბერ დამენია დამნაშავედ, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ ცნო. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა