სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. მან საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოსამართლის განჩინებას ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ელოდებოდა, მასთან ერთად ოპოზიციის ლიდერები და მხარდამერები იმყოფებიან. როგორც ისინი აცხადებენ, ხელისუფლებას ნიკა მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.
ავტორი: ნიუპრესი