|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საშობაო ნაძვის ხის ტრადიცია გერმანიიდან გავრცელდა

ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ნაწილია- მწვანე, ვერცხლისფერი, თეთრი თუ სხვადასხვა ინტერპრეტაციით დამზადებული ხელოვნული ნაძვის ხე.
ცოცხალი, სპეციალურად ახალი წლისთვის გაზრდილი ნაძვი ქალაქის თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. მარად მწვანე ნაძვი სიკეთის, დოვლათისა და ბედნიერების სიმბოლოდ მიიჩნევა. მსოფლიოს არც ერთ ოჯახში ახალ წელს ამ მორთული სომბოლიკის გარეშე არ ხვდებიან, საახალწლო, მთავარი ნაძვის ხე ყველა ქალაქს ამშვენებს. ეს ლამაზი ტრადიცია გერმანიიდან გავრცელდა.

ევროპაში ნაძვის ხის ტრადიცია XVIII-XIX საუკუნეში გავრცელდა. თუმცა ჯერ კიდევ ქრისტიანული ეპოქის დაწყებამდე, გერმანელები დეკემბრის ბოლოს, შუა ზამთარს ზეიმობდნენ. ამ დღეს წყალში სხვადასხვა ხილის ხის ტოტებს აწყობდნენ, რომლებსაც ფერად ბაფთებს უკეთებდნენ. ეს მიანიშნებდა, რომ ბუნება სამუდამოდ არ მომკვდარა.

XVI საუკუნეში, მარტინ ლუტერმა შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, მთელს გერმანიაში, ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული” გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში თანდათან იზრდებოდა. მოგვიანებით კი ბაფთები და ხილი, ბამბამ და მუყაოსაგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურებმა შეცვალეს.

დიდი ხნის განმავლობაში, მართლმადიდებლური ეკლესია ნაძვის ხეს კრძალავდა. 1916 წელს, რუსეთში წმიდა სინოდმა ოფიციალურადაც კი აკრძალა ახალი წლის ღამეს მსგავსი დეკორაციის გამოყენება. მაგრამ მოგვიანებით ეს ლამაზი სიბოლიკა მსოფლიო საშობაო ტრადიციად ჩამოყალიბდა.

ავტორი: ნიუპრესი