|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საშუალო ხელფასი 2 271.6 ლარს შეადგენს - საქსტატი

 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.4 პროცენტით, ანუ 214.9 ლარით გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა - ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.9 %-ით);

მშენებლობა – 3 682.9 ლარი (გაიზარდა 15.2 %-ით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526.0 ლარი (გაიზარდა 10.7 %-ით); სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 154.3 ლარი (გაიზარდა 30.6 %-ით).

საქსტატის ცნობით, 2025 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 797.4 ლარი, ხოლო კაცების – 2 738.1 ლარი იყო.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 146.8 ლარი, ანუ 8.9% შეადგინა, ხოლო კაცებში – 287.1 ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ამასთან, უწყების ანგარიშით, საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 230.8 ლარით, ანუ 10.5%-ით და 2 420.9 ლარი შეადგინა.

ავტორი: