სასტიკი ყაჩაღობა ფერსათში - მოხუცი ცოლ-ქმარი საავადმყოფოშია გადაყვანილი
ყაჩაღობის ფაქტი ბაღდათში, სოფელ ფერსათში მოხდა. სასტიკადაა ნაცემი 80 წლის მამაკაცი. მას თავში იარაღის კონდახი აქვს ჩარტყმული
როგორც გუგუციძეების ოჯახის ახლობლები აცხადებენ, მოხუცი ცოლ-ქმარი ბაღდათის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე პირი ოჯახში კომენდატის საათის დროს შეიჭრა. ისინი ითხოვდნენ ფულს. რადგან ოჯახს საკმარისი თანხა არ ქონდა, მოხუცებული ცოლ-ქმარი სასტიკად ცემეს. ყაჩაღებმა მცირედი თანხის წაღება შეძლეს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე - ყაჩაღობას მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა