წელს ტრადიციული ალილო არ გაიმართება
ტაძრებში საშობაო წირვა-ლოცვა რეგულაციების დაცვით ჩატარდება, თუმცა წელს ტრადიციული ალილო არ გაიმართება. პანდემიის გამო ყველა ღონისძიება გაუქმებულია. ალილოს მსვლელობა არ მოეწყობა ქუთაისში, თუმცა ბავვშვებს და მოხუცებს საშობაო საჩუქრებს მაინც გადასცემენ.
რაც შეეხება სასულიერო პირებს კორონავირუისზე ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს განაცხადა, ტესტირება მათ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ.
"სასულიერო პირებს ტესტირება კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ. თუ ონდავ მაინც სავარაუდო შემთხვევაა, რომ მოხდეს დროული იდენტიფიცირება და ამ პირმა მსახურებაში მონაწილეობა არ მიიღოს" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, 6 იანვრის ღამეს მართლმადიდებლები შობის დღესასწაულს ხვდებიან. ამ დროს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა ერთი დღით გაუქმდება.
ავტორი: ნიუპრესი