|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 8 წუთში მივიდა"

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის დაგვიანებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, - ამის შესახებ  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანებიან.
ც, რომ ეს არის სრული სიცრუე და სასწრაფო სამედიცინო დახმარების წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია.
"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება 24 მარტს, 17:10 საათზე შევიდა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილას 8 წუთში, 17:18 საათზე მივიდა, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს 73 წლის ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა", -აცხადებენ ცენტრში.
 შეგახსენებთ, ქუთაისში ასაკოვანი ქალი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა, რის გამოც  გარდაცვლილის ახლობლებმა  მომხდარის მიზეზად  ეკიპაჟის დაგვიანება დაასახელეს.  
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი